ცესკო ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ცესკო ბოდიშის მოხდას მოითხოვს

5-02-2022, 17:15 - 2022
739
       

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოითხოვს, რომ „პლატფორმა 20/20-მა“ გაკეთებული განცხადების გამო, რაც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს ეხებოდა, ბოდიში მოიხადოს.

„პლატფორმა 20/20-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ფარულავამ დღეს გაავრცელა დეზინფორმაცია ზემოხსენებული პროცესის მიმართ. მისი პოზიციები კი საეჭვოდ ემთხვევა ცალკეული ძალების დაუფარავ საქმიანობას სარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად მოტივირებული დისკრედიტაციისთვის. 20/02-ის ლიდერი სრულად უაპელაციოდ საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით იყენებს ტერმინებს - ფალსიფიკაცია, მანიპულაცია, არგუმენტების გარეშე უწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიების ახლადარჩეულ წევრებს სუს-ის აგენტებს, ტროლებს, სუს-ისა და „ქართული ოცნების“ ერთობლივ დესანტებს“, - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები