სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოს შემოგარენში ამ კვირაში მეორე იერიში მიიტანეს.
14 აპრილის ღამეს სირიულმა სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის ავიაციამ დამასკოსთან სამიზნეზე იერიში მიიტანა, თუმცა არ დაუზუსტებიათ ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.
ებრაული მედიის ინფორმაციით, SANA-ს მიერ თავდასხმის ცნობის გავრცელებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთით, სირიის საზღვრებთან მცხოვრებმა ისრაელის მოქალაქეებმა კამერებით დააფიქსირეს ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები.