Reuters-ის ცნობით, მოლდოვამ დაადანაშაულა რუსეთის არმია მოლდოვის მოქალაქეების გადაბირების მცდელობაში.
ბრიტანულმა სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ მოსკოვი თავისი ძალების შევსებას უკრაინაში სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონიდან ცდილობდა.
„ასეთი ქმედებები არ უწყობს ხელს მშვიდობას ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. ასეთი რამ ძალიან საშიშია და უნდა შეწყდეს“, - თქვა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ.