19-20-25 წლის ბიჭები - იდენტიფიცირებული არიან რუსული „ელიტური“ პოლკის ჯარისკაცები

19-20-25 წლის ბიჭები - იდენტიფიცირებული არიან რუსული „ელიტური“ პოლკის ჯარისკაცები

14-04-2022, 21:40 - 2022
1 792
       

უკრაინული მედიის ცნობით, ჟურნალისტებმა დაადგინეს ფსკოვის ოლქიდან ის რუსი სამხედროები, რომლებიც ბოროდიანკაში განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.
 
მათი საშუალო ასაკი 22 წელია - „რუსების „ელიტური“ პოლკის უმეტესობას უმაღლესი განათლება არ აქვს“, - წერს მედია.
 
უფრო კონკრეტულად:
 

  • 20 წლის რიგითი პავლო პეტროვი - ჯარში გაიწვიეს სულ მცირე ერთი წლის წინ, იქამდე კი ის ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მომხმარებელი იყო.
  •  
  • ანატოლი ვოზისოვი - ოცმეთაურის მოადგილე და საბრძოლო მანქანის მეთაური 31 წლის, აქვს მხოლოდ 11 კლასის განათლება.
  •  
  • დიმიტრი გორბუნოვი - 27 წლის, საბრძოლო მანქანების მეთაური, ასევე არ აქვს უმაღლესი განათლება.
  •  
  • კონსტანტინე მარტიანოვი - 25 წლის - 11 კლასის დამთავრების შემდეგ, 2016 წელს ჯარში ჩაირიცხა.
  •  
  • უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ტიმოფეევი, 25 წლის მძღოლი-მექანიკოსი.
  •  
  • 19 წლის კაპრალი, ვლადისლავ იაკიმოვიჩი - სკოლა ორი წლის წინ დაამთავრა და საოკუპაციო ჯარში წავიდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები