„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, უკრაინაში 8 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, უკრაინაში გაემგზავრებიან:
- „ქართული ოცნების“ წევრები, დავით სერგეენკო და არჩილ თალაკვაძე,
- „მოქალაქეების“ წარმომადგენელი, ლევან იოსელიანი
- „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი
- „გირჩის“ წარმომადგენელი, ვახტანგ მეგრელიშვილი
- „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, ხათუნა სამნიძე
- „საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი.
მედიის ინფორმაციით, ისინი უკრაინაში, სავარაუდოდ, ხვალ, 15 აპრილს გაემგზავრებიან.