უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთით 50-ზე მეტი ოკუპანტი და 8 ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.
ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.
„ნიკოლაევისა და ხერსონის მიმართულებით მტერმა დაკარგა 54 რაშისტი და 8 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, "გრადი" და Т-72 ტიპის ტანკი“, - ნათქვამია განცხადებაში.