რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ, ჰიბრიდული ომის გამოცხადებაში ადანაშაულებს.
ლავროვი ამბობს, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან, უკრაინის ხელისუფლების მხარდაჭერა, „რუსოფობიური კურსის კულმინაციაა“ და ყველანაირად ახალისებს რუსული ენის, განათლებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკრძალვას.
„დასავლეთის რუსოფობიური კურსის კულმინაცია გახდა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ, უკრაინის ულტრანაციონალური რეჟიმის მხარდაჭერა და უკრაინისგან ანტირუსეთის შექმნის მცდელობა. ამ აგრესიული ხაზის მნიშვნელოვანი შემადგენელია ჩვენი ქვეყნის კომპლექსური შეკავების მრავალწლიანი პოლიტიკა, რომელსაც დასავლეთი მიჰყვება. შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა, ჩვენ ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა. უკრაინას აქტიურად ითრევენ ნატოში, ყველანაირად ახალისებენ რუსული ენის, განათლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკრძალვას. ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაპატიმრებას, დევნას და მკვლელობებსაც კი“, - ამბობს ლავროვი.