სამხედრო ძალების მობილიზება - მედვედევი ფინეთსა და შვედეთს ემუქრება

სამხედრო ძალების მობილიზება - მედვედევი ფინეთსა და შვედეთს ემუქრება
14-04-2022, 14:55 - 2022
1 519

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, თუ რას იზამს რუსეთი იმ შემთხვევაში, თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანდებიან.
 
თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, ალიანსის სახმელეთო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან ორზე მეტჯერ გაიზრდება.

ბუნებრივია, საჭირო იქნება ამ საზღვრების გამაგრება, სახმელეთო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება, ფინეთის ყურის წყლებში მნიშვნელოვანი საზღვაო ძალების განლაგება. ასეთ შემთხვევაში, ბალტიკის არაბირთვულ სტატუსზე საუბარი შეუძლებელი იქნება – ბალანსი უნდა აღდგეს.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ეყოლება მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე
“, - განაცხადა მედვედევმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა