იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, „ომიკრონით“ ინფიცირებისგან მოქალაქეებმა როგორ უნდა დაიცვან თავი.
ჩხაიძის თქმით, „ბუსტერ“ დოზა ახლა არის რეალური, ეფექტური და ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა, რომ თავი დავიცვათ ინფიცირებისგან. მანვე აღნიშნა, რომ სიფრთხილის ზომები გაათმაგებული უნდა იყოს.
„თავიდან ავიცილოთ თავშეყრა, თავიდან ავიცილოთ დახურულ სივრცეში ადამიანების თავყრილობები, განსაკუთრებით ეს ეხება კვების ობიექტებს, ვინაიდან იქ უნიღბოდ ყოფნის 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონის“ შემთხვევაში ინფიცირებისთვის. ასე რომ, სიფრთხილის ზომები ახლა უნდა იყოს გაათმაგებული და კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობას. „ბუსტერ“ დოზა ახლა არის რეალური, ეფექტური და ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა თავი დავიცვათ ინფიცირებისგან, მძიმე შემთხვევებისგან, გარდაცვალებისაგან“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.