სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის ეროვნული კრების წინ გამოსვლისას მთიანი ყარაბაღის ომის გამო ბოდიში მოიხადა.
„მე დამნაშავე ვარ იმის გამო, რომ 2018-2019 წლებში საზოგადოების წინაშე არ გამოვედი და არ ვთქვი, რომ ჩვენი ყველა ახლო და შორეული მეგობარი ჩვენგან აზერბაიჯანისთვის 7 რაიონის გადაცემასა და არცახის [მთიანი ყარაბაღის] სტატუსთან დაკავშირებით ჩვენს მიერ დაწესებული თამასის დაწევას ელოდა.
მე დამნაშავე ვარ იმის გამო, რომ ერს არ ვუთხარი, რომ საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანოპბას ცალსახად აღიარებს და ჩვენს მიერ აღიარებასაც ელის, ასევე ელოდებიან, რომ აზერბაიჯანელები, რომლებმაც ყარაბაღი დატოვეს, სრულიად ჩაერთვებიან მთიანი ყარაბაღის მომავლის განსაზღვრასა და მმართველობაში.
მე დამნაშავე ვარ, რომ გარკვევით და ცალსახად არ ვთქვი, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული სცენარებიც კი არ ყოფილა მისაღები აზერბაიჯანისთვის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები ხან პირდაპირ, ხან კი დიპლომატიური გზით, ამბობდნენ, რომ ამ ყველაფრის სომხეთის მხარის მიერ მიღების შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი მათაც მიეღოთ.
ვალდებული ვიყავი ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის წარმედგინა. და ამაშია ჩემი ნამდვილი დანაშაული.
ალბათ, გადაცემით [მიწის] ათასობით სიცოცხლეს გადავარჩენდი, არგადაცემით კი, ფაქტობრივად, იმ გადაწყვეტილების ავტორი გავხდი, რომელმაც ათასობით მსხვერპლამდე მიგვიყვანა“, - ამბობს ფაშინიანი.