საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი არ ეთანხმება აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს, რომელმაც უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის ქმედებებს „გენოციდი“ უწოდა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ „საომარი დანაშაულის ყველა მტკიცებულება სამართლიანად უნდა იყოს გამოძიებული. ის, რაც უკრაინაში ხდება, მიუღებელია“.
„დღეს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ტერმინებთან, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მოძმე ხალხებზე“, - განაცხადა მაკრონმა ტელეკომპანია France 2-ის ეთერში.