ღამით კარგად ჩაკეტონ კარები - მედვედევი უკრაინის მთავრობას ემუქრება

ღამით კარგად ჩაკეტონ კარები - მედვედევი უკრაინის მთავრობას ემუქრება

13-04-2022, 17:02 - 2022
1 528
       

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი უკრაინის ხელისუფლებას „ემუქრება“.
 
ოლიგარქ მედვედჩუკის დაჭერით გაღიზიანებული პუტინის ჩინოვნიკები უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს პირებს „რჩევებს“ აძლევენ.
 
ცალკეული გიჟები, რომლებიც საკუთარ თავს უკრაინის ხელისუფლებას უწოდებენ, აცხადებენ, რომ სურთ მტკიცებულებების მოპოვება ვიქტორ მედვედჩუკისგან, რათა „სწრაფად და სამართლიანად“ გაასამართლონ იგი და შემდეგ ტყვეებში გაცვალონ.

ეს ადამიანები ყურადღებით უნდა იყურებოდნენ და ღამით კარგად ჩაკეტონ კარები, რათა გასაცვლელ პირებს შორის თვითონ არ მოხვდნენ“, - წერს მედვედევი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები