იდენტიფიცირებულია რუსი ჯარისკაცი, რომელმაც 1 წლის ბავშვი გააუპატიურა

იდენტიფიცირებულია რუსი ჯარისკაცი, რომელმაც 1 წლის ბავშვი გააუპატიურა

13-04-2022, 01:14 - 2022
3 345
       

იდენტიფიცირებულია 1 წლის ბავშვზე მოძალადე პირი - რუსი ჯარისკაცი ბიჩკოვი.
 
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ლატვიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა.
 
ზელენსკის თქმით, მან თანამებრძოლებს ვიდეო გაუგზავნა, რომელშიც ძალადობის მომენტია გადაღებული.
 
იდენტიფიცირებულია ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩამდენი - რუსი ჯარისკაცი ქალაქ ფსკოვიდან, რომლის გვარიც არის ბიჩკოვი.
 
გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილი - ახლა ამაზე ლაპარაკი უბრალოდ საშინელებაა, მაგრამ ეს მოხდა.
 
ასეთია რუსი ჯარისკაცი, „ბავშვების დამცველი“. ასეთია „სპეცოპერაცია“, რომელიც მოსკოვში დაგეგმეს. ამიერიდან სწორედ ამასთან იქნება ასოცირებული რუსეთის ჯარი და ფსკოველი დესანტები - ჩვილის გაუპატიურება
“, - განაცხადა ზელენსკიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები