„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახდეპის 2021 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშში 11-ჯერ არის მოხსენიებული.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებითვე, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება, ფუნდამენტური რეფორმების კარგი წინაპირობა იყო, თუმცა რეფორმა არ შეეხო „ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას“, რომელიც სასამართლო სისტემას უკავშირდება.
განცხადებაში წერია, რომ სასამართლო სისტემაში კლანზე დაფუძნებული სისტემაა.
„2012 წელს ხელისუფლების ცვლილება, ფუნდამენტური რეფორმების კარგი წინაპირობა იყო, მაგრამ პოლიტიკური ნების ნაკლებობამ და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებულმა ფრაგმენტულმა საკანონმდებლო ინიციატივამ ვერ შეასრულა საქართველოს კონტექსტთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა.
კერძოდ, რეფორმა არ შეეხო სასამართლო სისტემაში რეალური ძალაუფლებისა და დეფაქტო გავლენიანი ჯგუფების როლს, რისი შედეგიც არის კლანზე დაფუძნებული მმართველობა, სადაც მოსამართლეთა მცირე გავლენიანი ჯგუფი აკონტროლებს სასამართლო სისტემას არა მართლმსაჯულების, არამედ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.
სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები მიანიშნებს, რომ ლელოს პარტიის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარების, ნაციონალური თავმჯდომარის ნიკა მელიასა და მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.