„საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ჩამონათვალი გვაქვს“ - სახდეპის წარმომადგენელი

„საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ჩამონათვალი გვაქვს“ - სახდეპის წარმომადგენელი

13-04-2022, 00:29 - 2022
584
       

„საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ჩამონათვალი გვაქვს... მაგალითად ოქტომბრის არჩევნები“, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლიზ პეტერსონმა „მთავარი არხის“ შეკითხვას.
 
ცხადია, რომ ჩვენც გვაქვს ჩამონათვალი ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საქართველოში, ასევე ვიტყვი, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ ისეთ პროცესებს, მაგალითად, როგორიც იყო ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ჩატარდა ზოგადი თავისუფლებების დაცვით მაგრამ ასევე იყო შეფასებები ეუთოს მისიის მხრიდან, რომ არჩევნები ჩატარდა ფართოდ გავრცელებული დაშინებების ფონზე.
 
ეს არის შესაფერისი მაგალითი იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავთ ადამიანის უფლებების დარღვევებს ქვეყანაში და როგორ ვიყენებთ ადამიანის უფლებების ანგარიშს რომ ეს დარღვევები გავაანალიზოთ და მანამ სანამ არსებობს შესაძლებლობა მთავრობასთან, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობები, ჩვენ ამ ურთიერთობებს გავაგრძელებთ
“, - განაცხადა ლიზა პეტერსონმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები