რა უნდა ვიცოდეთ „ომიკრონის“ BA.1 და BA.2 ვარიანტების შესახებ - რომელი უფრო გადამდებია

რა უნდა ვიცოდეთ „ომიკრონის“ BA.1 და BA.2 ვარიანტების შესახებ - რომელი უფრო გადამდებია

5-02-2022, 13:31 - 2022
977
       

კორონავირუსის ყველაზე გადამდები Omicron ვარიანტი დღეისთვის მსოფლიოში ინფექციების ნახევარს შეადგენს. განსაკუთრებით აზიისა და ევროპის ქვეყნებში BA.2-ით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევების ზრდა ვლინდება.

მიუხედავად იმისა, რომ BA.2 უფრო გადამდებია, ვიდრე წინა ვარიანტები, ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ის უფრო მძიმე მიმდინარეობისაა. 

რა არის BA.2? 
როდესაც ვირუსი მუტაციას განიცდის ახალ ვარიანტებად, ის ხანდახან იყოფა ან იშლება ქვედანაყოფებად. მაგალითად, „დელტა“ ვარიანტი 200 სხვადასხვა ქვევარიანტს მოიცავს.

იგივე მოხდა Omicron-თან დაკავშირებით, რომელიც BA.1, BA.2, BA.3 და B.1.1.529 ქვევარიანტებს აერთიანებს. ამჟამად BA.1-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 25 იანვრის მდგომარეობით, GISAID-ის გლობალურ მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილი ვირუსული დნმ-ის თითქმის 99% იდენტიფიცირებული იყო ამ ვარიანტით. 

მიუხედავად იმისა, რომ BA.1 და BA.2 მსგავსია, ისინი ერთმანეთისგან 20 მუტაციით არიან დაშორებულები. უცნობია, საიდან გაჩნდა BA.2, მაგრამ იგი პირველად  ფილიპინებში აღმოაჩინეს. 

სად ვრცელდება BA.2 ვარიანტი? 
Omicron-ის ქვევარიანტი უკვე 57 ქვეყანაშია აღმოჩენილი. ზოგიერთ ადგილებში, ქვევარიანტის დაფიქსირებული შემთხვევების ზრდა მკვეთრი იყო. დანიის სერუმ ინსტიტუტის (SSI) თანახმად, BA.2 ინფექციები იანვარში ქვეყანაში დაფიქსირებული Covid-ის შემთხვევების დაახლოებით ნახევარს შეადგენს.
 
ინდოეთი კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც BA.2 სწრაფად ანაცვლებს Delta და Omicron BA.1 ვარიანტს. ფილიპინების ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, BA.2 ქვეხაზი უკვე გავრცელებული იყო ნიმუშებში, რომლებიც მათ იანვრის ბოლოს მიიღეს. 

ინგლისში BA.2-ის 1 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს მიხედვით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან BA.2 ქვევარიანტს.  BA.2 ინფექციები გერმანიაშიც უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე BA.1 და Delta.  BA.2 დომინანტური ვარიანტი გახდა, რამაც გამოიწვია ინფექციების მესამე ტალღა გლობალური მასშტაბით. 

არის თუ არა BA.2 უფრო გადამდები? 
დანიის SSI-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ BA.2  „არსებითად“ უფრო გადამდებია ვიდრე BA.1. კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ BA.2 ქვევარიანტთან კოვიდვაქცინები ნაკლებად ეფექტურია. მიუხედავად ამისა, ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად ინფიცირდებიან BA.2 ქვევარიანტით, ვიდრე არავაქცინირებული პირები.

სტატიას BBC აქვეყნებს

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები