ფინური მედიის ინფორმაციით, რუსეთს ფინეთის საზღვრისკენ სარაკეტო თავდაცვითი სისტემები გადააქვს.
ფინური მედია წერს, რომ ქვეყანაში ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დებატების დაწყების შემდეგ, მსგავსი ვიდეოების გავრცელება შეიძლება გახშირდეს, რაც ფინეთის პირდაპირ თუ ირიბად დაშინებას ისახავს მიზნად.
რუსული სამხედრო ტექნიკის განლაგება ხდება მას შემდეგ, რაც ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა „ზაფხულის შუა რიცხვებისთვის დაასრულებს დისკუსიას“ ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ.
There are Unconfirmed reports today that Russian Forces in the Leningrad Region near the City of Vyborg are beginning to move Heavy Military Equipment including K-300P Bastion Coastal Defense Missile Systems towards the Gulf of Finland and the Finnish Border. pic.twitter.com/UUtq5GQ5ej
— OSINTdefender (@sentdefender) April 11, 2022