უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.
დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მედვედჩუკს ხელბორკილი ადევს და უკრაინის სამხედრო ფორმა აცვია.
მედვედჩუკი ქვეყნის ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. UNIAN-ის ცნობით, რუსეთის თავდასხმის წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი, ოქსანა მარჩენკო ბელარუსში გაიქცა. მოგვიანებით კი შინაპატიმრობიდან გაიქცა თავად მედვედჩუკიც.