უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი, მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ დაუდგენელი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების ფაქტს ეხმაურება.
ის ამბობს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება, თუ რა ტიპის იარაღი იქნა გამოყენებული.
„ამ დრომდე მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება, თუ რა ტიპის ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული რუსების მიერ, წინასწარი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ფოსფორის შენაერთები, თუმცა მტკიცებით ფორმაში ჯერ ვერაფერს ვამბობთ“, - ამბობს ანა მალიარი.