რუსებმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს - მედია

რუსებმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს - მედია

12-04-2022, 02:38 - 2022
1 101
       

ოკუპანტებმა მარიუპოლში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას აზოვის ბატალიონის წევრებზე დაყრდნობით გამოცემა UNIAN ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულური დარღვევა და ატაქსიის სინდრომი აღენიშნებათ. 

დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები