ქალაქ მარიუპოლის მერის თანაშემწე, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ქვეითების Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება ყალბია, რადგან მათი გვერდი გატეხილია.
„გამოქვეყნებული ინფორმაცია არის ფეიკი. სოფლის ხელმძღვანელობის განცხადებით, 36-ე ბრიგადის ანგარიში გატეხეს.
ყველაფერი, რაც იქ რუსულად გამოქვეყნდა არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია საზოგადოების დეზინფორმაციისა და რუსეთის ბრალეულობიდან უკრაინის ხელმძღვანელობაზე გადაბრალების მიზნით.
ინფორმაცია იარაღია. არ მისცეთ საშუალება მას ჩვენს წინააღმდეგ იმუშაოს“, - წერს ანდრიუშჩენკო.