უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი წერს, რომ შესაძლოა, დღეს რუსეთის წინააღმდეგ „უკანასკნელი“ ბრძოლა ჰქონდეთ.
საზღვაო ქვეითები ამბობენ, რომ ქალაქზე კონტროლის შესანარჩუნებლად 47-დღიანი ბრძოლის შემდეგ რუსულმა ძალებმა ისინი ალყაში მოაქციეს.
„დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება, რადგან სამხედრო ტექნიკა იწურება. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს სიკვდილია, დანარჩენებისთვის კი - ტყვეობა“, - წერს საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი.