„რუსეთი არ შეაჩერებს უკრაინაში „სამხედრო ოპერაციას“ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გამართვამდე“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვმა განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მოქმედებების შეჩერების ბრძანება მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მიმდინარეობისას გასცა, თუმცა რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, მას შემდეგ მოსკოვის პოზიცია შეიცვალა.
„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, - განაცხადა ლავროვმა.