შესაძლოა, კირილი საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს - არსებობს ვარაუდი, რომ მას პატრიარქის წოდება ჩამოერთვას

შესაძლოა, კირილი საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს - არსებობს ვარაუდი, რომ მას პატრიარქის წოდება ჩამოერთვას

11-04-2022, 17:17 - 2022
1 280
       

რუსეთის პატრიარქს, კირილს მოუწევს, რომ საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Nexta საკუთარ ტელეგრამის არხზე ავრცელებს. 
 
უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვართა საბჭოში წარსადგენად მიმართვას ამზადებენ. მათ სურთ, საბჭომ შეაფასოს კირილის, როგორც უკრაინაში სამხედრო შეჭრის მხარდამჭერი პატრიარქის ქმედებები. 
 
თუ რუსეთის პატრიარქს დამნაშავედ ცნობენ და ბრალდება დაუდგინდება, მას შესაძლოა, პატრიარქის წოდება ჩამოერთვას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები