რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის რამდენიმე ქალაქი და დასახლება დაბომბეს.
დაზიანდა და განადგურდა რამდენიმე სახლი, საწყობი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
ოკუპანტების იერიშებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი 7 წლის ბავშვია. 14 პირი კი დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.