ოკუპირებულ ლუგანსკთან უკრაინამ რუსების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურა - ვიდეო

ოკუპირებულ ლუგანსკთან უკრაინამ რუსების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურა - ვიდეო

11-04-2022, 11:09 - 2022
862
       

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ დასახლებასთან რუსული საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. 
 
ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
 
ჩვენმა დამცველებმა ორკების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს ლუგანსკის ოლქის ოკუპირებულ დასახლებასთან - ნოვოიდართან. 
 
ოკუპანტების საწყობი იწვოდა 2,5 საათის განმავლობაში, რასაც შეეძლო, დღეს მოეკლა ჩვენი ხალხი. დიდება უკრაინელ სამხედროებს!
“, - წერს გაიდაი Facebook-ზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები