ბავშვებისთვის საყვარელ „ქინდერში“ საშიში ბაქტერია იპოვეს - სურსათის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

ბავშვებისთვის საყვარელ „ქინდერში“ საშიში ბაქტერია იპოვეს - სურსათის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს
11-04-2022, 00:18 - 2022
949

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, „ქინდერის“ შოკოლადში საშიში ბაქტერია - სალმონელა აღმოაჩინეს. საეჭვო პროდუქტს მოხმარების ვადა 2022 წლის 12 ივლისამდე აქვს. 
 
არის თუ არა სალმონელას შემცველი შოკოლადი ქართულ ბაზარზე - ამას სურსათის უვნებლობის სააგენტო სწავლობს და შედეგებს 2-3 დღეში გაასაჯაროებს. 
 
პროდუქტის ამოღებას თვითონ ბიზნესოპერატორი უზრუნველყოფს, თუმცა მას ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მომხმარებელიც აქტიური იყოს და თუ ვინმეს უკვე შეძენილი აქვს აღნიშნული დასახელების სურსათი, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ პარტიის ნომრებს, რომელიც გამოქვეყნებულია სააგენტოს გვერდზე. დიდი შანსია, რომ ეგ პარტიები საქართველოში საერთოდ არ იყოს, მაგრამ ამას ვამოწმებთ“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა