საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე პარტიის ეროვნული გაერთიანება ლიდერი მარი ლე პენი დაუპირისპირდებიან.
ეგზიტპოლების მიხვედით, მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 28.1% აიღო, ხოლო ლე პენმა 23.3%.
მათ გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის კიდევ 10 კანდიდატი იბრძოდა.
მესამე ადგილზე 20.1% ულტრამემარცხენე კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონი გავიდა, 7.2% აიღო ულტრამემარჯვენე ერიკ ზემურმა, ხოლო რესპუბლიკელმა ვალერი პეკრესმა 5% მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობა წინა არჩევნებთან შედარებით დაბალი იყო.