უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ტერიტორიიდან სამხედროები გაიყვანა, კიევის რეგიონში 1 222 ცხედარი აღმოაჩინეს.
მისივე ინფორმაციით, დაადგინეს 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი სამხედრო დამნაშავე, მათ შორის რუსეთის უმაღლესი სამხედრო და სამთავრობო მაღალჩინოსნები.
„რასაც ჩვენ კიევის ყველა რეგიონში ვხედავთ, ომის დანაშაულია, დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს გამოვასწოროთ“, - თქვა მან.