იზიუმისკენ მიმავალი უზარმაზარი რუსული კოლონა განადგურდა

იზიუმისკენ მიმავალი უზარმაზარი რუსული კოლონა განადგურდა

10-04-2022, 19:28 - 2022
1 529
       

ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, იზიუმისკენ მიმავალი უზარმაზარი რუსული კოლონა განადგურდა. 
 
ამის შესახებ მან FACEBOOK-მიმართვაში თქვა და რუსების დანაკარგებსა და უკრაინელების წარმატებებზეც ისაუბრა. 
 
გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა 66-მდე საარტილერიო და ნაღმტყორცნებით დარტმები მოგვაყენა. დაბომბვის შედეგად, სამწუხაროდ, 9 ადამიანი დაიღუპა.  ამ დღეებში ისევ დაბომბეს დერგაჩი - დაიღუპა 2 ადამიანი. როგორც ვხედავთ, რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობასთან ბრძოლას აგრძელებს, რადგან ფრონტზე ვერ იმარჯვებს.  ასევე, ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს - განადგურდა მტრის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალის დიდი კოლონა, რომელიც მიემართებოდა იზიუმისკენ. ასევე ოლხოვკაში, ხარკოვის რაიონში, ჩვენმა ძალებმა მთლიანად გაწმინდეს ტერიტორია. 92-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ორმო რუსი ჯარისკაცების ცხედრებით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევიან ეს არაადამიანები თავისიანებსაც კი“, - ამბობს სინეგუბოვი.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები