რუსეთის პატრიარქი: უფალი დაგვეხმარება

რუსეთის პატრიარქი: უფალი დაგვეხმარება

10-04-2022, 18:55 - 2022
763
       

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი უკრაინაში ომის პარალელურად რუს ხალხს ხელისუფლების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
 
უფალი დაგვეხმარება, რომ ამ რთულ დროს გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის, მათ შორის, ხელისუფლების გარშემო. 
 
დაე, ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშე აღივსოს პასუხისმგებლობით, თავმდაბლობით და მზადყოფნით, რომ ემსახუროს მათ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.
 
გაერთიანების შემდეგ გაჩნდება ნამდვილი სოლიდარობა და როგორც გარე, ისე შიდა მტრის მოგერიების უნარი
“, - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები