როსკომნადზორი „ნეტგაზეთს“ აფრთხილებს, წაშალოს მასალა რუს გენერალზე

როსკომნადზორი „ნეტგაზეთს“ აფრთხილებს, წაშალოს მასალა რუს გენერალზე

10-04-2022, 01:25 - 2022
1 304
       

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო როსკომნადზორი გამოცემა „ნეტგაზეთს“ აფრთხილებს, წაშალოს თავის რუსულ ვერსიაში გამოქვეყნებული ერთ-ერთი მასალა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ეხება.
 
ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
 
მედიის ცნობით, საუბარია „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის, ზურაბ მენაღარიშვილის მიერ 16 მარტს მომზადებულ მასალაზე, რომელიც თავდაპირველად ქართულენოვანი გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, შემდეგ კი მასალა რუსულადაც ითარგმნა და „ნეტგაზეთის“ რუსულენოვანი გამოცემის ვებსაიტზე განთავსდა. სიახლის სათაურია - Война в Украине: Киев сообщил о гибели четвертого российского генерала („ომი უკრაინაში: კიევი მეოთხე რუსი გენერლის გარდაცვალების შესახებ იუწყება“).
 
9 აპრილს,  „ნეტგაზეთმა“  მიიღო მეილი, რომლითაც „როსკომნადზორმა“ ხსენებულ მასალაზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. უწყების მტკიცებით, ის „კანონის დარღვევით“ არის გავრცელებული.
 
როსკომნადზორი მოითხოვა, რომ ru.netgazeti.ge-მ 24 საათში მასალა წაშალოს.
 
როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, ის არ აპირებს აღნიშნული მასალის წაშლას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები