მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თითოეული მხარე თავისას ამტკიცებს და დაახლოების პოზიციები არც ისე ბევრია.
„ეს ყველაფერი ფრონტზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. თუ ტაქტიკური უპირატესობა გვექნება, მაშინ უფრო დაჟინებით დავაყენებთ ჩვენს დღის წესრიგს და ისინი იძულებულნი იქნებიან დათანხმდნენ“, - აღნიშნა არახამიამ.