კიევის რეგიონის დიმერში აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებიც ოკუპანტებმა მიატოვეს.
არსებული ინფორმაციით, სამხედროები გაიქცნენ და დოკუმენტებიც არ წაუღიათ.
ამის წყალობით შესაძლებელი გახდა ზოგიერთი ოკუპანტის იდენტიფიცირება. საუბარია ე.წ „ელიტარული“ 83-ე სადესანტო ბატალიონის სამხედროებზე.
Sledstva.Info-ს ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელებში აღმოაჩინეს რუსების გვერდები, რომლებმაც დახოცეს უკრაინელები სოფლებში დემიდოვში, კოზაროვიჩსა და დიმერში.