უნგრეთს არ სჯერა, რომ ბუჩაში მომხდარი ოკუპანტების ბრალია - მედია

უნგრეთს არ სჯერა, რომ ბუჩაში მომხდარი ოკუპანტების ბრალია - მედია

9-04-2022, 19:17 - 2022
1 743
       

მედიის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნის ლიდერი, რომელმაც პრეზიდენტ ზელენსკის ბუჩაში რუსების ძალადობის მტკიცებულება მოსთხოვა, უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანია.
 
თუმცა უცნობია სად და რა ვითარებაში გააჟღერა მან ეს მოთხოვნა.
 
ყველაზე ცუდი, რაც ზელენსკიმ ბოლო დღეების განმავლობაში მოისმინა? ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკოსს სურდა, ენახა უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებულება, რომ ბუჩას ომის დანაშაულები არ იყო დადგმული. ეს არის რიტორიკა, რომელიც პირდაპირ კრემლიდან მოდის“, - წერს გერმანული გამოცემა Bild, რომელმაც ზელენსკისთან ინტერვიუ ჩაწერა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები