„რუსული მობილიზაციის წარმატებები“ - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, მარიუპოლში რუსულმა სპეცრაზმმა მძიმე დანაკარგების გამო ბრძოლაზე უარი თქვა.
„რუსული სპეცრაზმის ნაწილმა, რომელსაც სირიაში საომარ მოქმედებებში აქვს გამოცდილება, სრულად თქვა უარი მარიუპოლის შტურმის შემდგომ მცდელობებში მონაწილეობაზე.
2-დან 4 აპრილამდე შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში ამ ქვედანაყოფმა 30-მდე სამხედრო დაკარგა. ამიტომ, სპეცრაზმმა გადაწყვიტა, სამომავლოდ ბედი აღარ ეცადა“, - ნათქვამია განცხადებაში.