რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოდან მათი მიმართულებით კოღოების გადაადგილება შეინიშნება, რომლებიც დაავადებებს ავრცელებენ

რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოდან მათი მიმართულებით კოღოების გადაადგილება შეინიშნება, რომლებიც დაავადებებს ავრცელებენ

8-04-2022, 16:57 - 2022
3 380
       

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა საქართველოდან რუსეთში, „დაავადებების გადამტანი კოღოების და ტკიპების მომრავლებაზე“ ისაუბრა. 
 
კირილოვი საუბრობს აშშ-ის მიერ შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომლებსაც მათი აზრით, „დაავადების გადამტანი კოღოების გასავრცელებლად“ იყენებენ.
 
ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, სხვადასხვა სახეობის კოღოების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, - ამბობს კირილოვი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები