„ეს დიდი ტრაგედიაა“ - პესკოვი აღიარებს, რომ რუსეთმა უკრაინაში მასშტაბური დანაკარგები განიცადა

„ეს დიდი ტრაგედიაა“ - პესკოვი აღიარებს, რომ რუსეთმა უკრაინაში მასშტაბური დანაკარგები განიცადა

7-04-2022, 23:21 - 2022
2 100
       

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა Sky News-თან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის მასშტაბური დანაკარგები უკრაინაში, აღიარა.
 
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კიევის ოლქიდან რუსული დანაყოფების გაყვანა, „კეთილი ჟესტი“ იყო
 
დიახ, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები, ეს ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა. მაგრამ რაც შეეხება ორ რეგიონს, კიევიდან და ჩერნიგოვიდან უკან დახევა მოლაპარაკებების დროს, კეთილგანწყობის ჟესტია. ეს იყო კეთილგანწყობილი აქტი ამ რეგიონებში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით და იმის ჩვენება, რომ რუსეთი მზადაა შექმნას მისაღები პირობები მოლაპარაკებების განახლებისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.  

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები