რუსეთში, ფსკოვის 60-მდე სამხედრო მოსამსახურემ უკრაინაში, ომში წასვლაზე უარი თქვა - BBC

რუსეთში, ფსკოვის 60-მდე სამხედრო მოსამსახურემ უკრაინაში, ომში წასვლაზე უარი თქვა - BBC

7-04-2022, 15:59 - 2022
624
       

რუსეთში, ფსკოვის 60-მდე სამხედრო მოსამსახურემ უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე უარი თქვა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაზეთი Pskovskaya Gubernia თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
 
გამოცემის ცნობით, ომის პირველი დღეების შემდეგ ისინი ჯერ ბელარუსში გადაიყვანეს, შემდეგ კი ფსკოვში დისლოკაციის ადგილზე დააბრუნეს. 
 
Pskovskaya Gubernia-ს ინფორმაციით, სამხედროების უმეტესობა სამსახურიდან გაათავისუფლეს, ზოგს კი სისხლის სამართლის საქმეებით ემუქრებიან.
 
ამჟამად ადგილზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები