ბელარუსის ზურგს უკან ამას ვერ მიაღწევთ - ლუკაშენკო რუსეთსა და უკრაინას აფრთხილებს

ბელარუსის ზურგს უკან ამას ვერ მიაღწევთ - ლუკაშენკო რუსეთსა და უკრაინას აფრთხილებს
7-04-2022, 14:38 - 2022
6 964

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს.

ლუკაშენკოს თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც ომი ბელარუსის საზღვართან მიმდინარეობს, მოლაპარაკების მაგიდასთან ამ ქვეყნის წარმომდგენელიც უნდა იჯდეს.

შეუძლებელია, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე გაიმართოს. თუ ამ პროცესში ჩაგვითრიეთ, პირველ რიგში, ეს ეხება დასავლეთს, ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ბელარუსის პოზიციაც უნდა დაფიქსირდეს. ჩვენი მოთხოვნა არ გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთთან ერთად ერთ კონტექსტში მოგვიხსენიებთ, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ ომი ჩვენ საზღვრებთან მიმდინარეობს, ეს კი ბელარუსზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამიტომ, ბელარუსის ზურგს უკან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ. სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთს ჩვენი ეს პოზიცია ესმის. მართალია ეს დასავლეთის გეგმებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ვალდებული არ ვართ, დასავლეთის დაკრულზე ვიცეკვოთ“, - განაცხადა ლუკაშენკო.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა