გათავისუფლების შემდეგ, ბუჩას მოსახლეობა 30 000-დან  3 700-მდე შემცირდა

გათავისუფლების შემდეგ, ბუჩას მოსახლეობა 30 000-დან 3 700-მდე შემცირდა

5-04-2022, 21:52 - 2022
1 391
       

ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ ბუჩაში მხოლოდ 3 700 ადამიანი დარჩა.
 
ამის შესახებ მერმა ანატოლი ფედორუკმა ტელემართონზე განაცხადა. 
 
მერი ჯერჯერობით არ ურჩევს მოსახლეობას ქალაქში დაბრუნებას, რადგან ბუჩაში განაღმვითი სამუშაოები ტარდება.
 
ცნობისთვის, 2021 წელს ბუჩას მოსახლეობა 30 000 ადამიანი იყო.
 
ბუჩა ოკუპანტებისგან უკრაინელმა სამხედროებმა 1 აპრილს გაათავისუფლეს. უკან დახევამდე კი ოკუპანტებმა დანაღმეს სამოქალაქო ობიექტები და ინფრასტრუქტურა. 
 
ქალაქში შესულმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობის ასეულობით ცხედარი აღმოაჩინეს. ქუჩები სავსე იყო ხელებშეკრული და ნაწამები ადამიანების გვამებით. ასევე იპოვეს მასობრივი სასაფლაო, რომელშიც ოკუპანტების მოკლული 280-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იყო დამარხული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები