უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე ვიდეოს ავრცელებს.
ის ამბობს, რომ ქართველმა მებრძოლებმა რუსეთის თავდასხმის დროს ქიმიური მოწამვლა მიიღეს.
„ვიმყოფებით ჰოსპიტალში, რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი - ქიმიური მოწამვლა მივიღეთ და გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში. ღმერთს მადლობა, კარგად ვგრძნობთ თავს. მეორე დღეა უკვე, რაც მოწამლულები ვართ“, - ამბობს ნადიმ ხმალაძე.