დადგმული შოუა - პესკოვი ბუჩას მოვლენებზე

დადგმული შოუა - პესკოვი ბუჩას მოვლენებზე

5-04-2022, 18:29 - 2022
864
       

პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ყოველდღიური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბუჩას ტრაგედიაზე ბრალდებები „დადგმული შოუა“.
 
პესკოვმა თქვა, რომ ნებისმიერი ბრალდება რუსი სამხედროების მიმართ, მათ შორის კიევის მახლობლად, ბუჩაში შექმნილი ვითარება, დასაბუთებული უნდა იყოს. 
 
ჩვენ კვლავ ვამტკიცებთ, რომ რუსი სამხედროების მიმართ ნებისმიერი ბრალდება არა მხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ ეს არის კარგად მართული დადგმული შოუ“, - განაცხადა პესკოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები