რუსებმა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს ესროლეს

რუსებმა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს ესროლეს

5-04-2022, 16:54 - 2022
713
       

მარიუპოლის პორტთან რუსმა ოკუპანტებმა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო ხომალდს ესროლეს, შემთხვევა ღამით მოხდა
 
ინფორმაციას უკრაინის შსს ავრცელებს
 
უწყების ინფორმაციით, ცეცხლის გახსნას, გემზე ხანძარი მოჰყვა და ამჟამად ის იძირება. 
 
დაჭრილია ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც უკრაინელმა მესაზღვრეებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
 
როგორც უკრაინის შსს-ში აცხადებენ, გემზე ხანძრის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ ხერხდება, რადგან რუსი სამხედროები ისევ ისვრიან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები