ევროპარლამენტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა.
ევროპარლამენტი შეეხო პოლარიზაციის პრობლემას საქართველოში და აღნიშნა, რომ ქვეყნის ორივე დიდ პოლიტიკურ პარტია, „ქართულ ოცნება“ და „ნაციონალურ მოძრაობა“, პოლარიზაციის პროცესით სარგებლობენ.
„პოლარიზაცია უნდა მოგვარდეს, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით თუ მხედველობაში 2024 წელს დაგეგმილ არჩევნებს მივიღებთ.
პოლიტიკურ სპექტრში სუსტი იდეოლოგიური განსხვავების გათვალისწინებით, პოლარიზაცია სინამდვილეში „ზემოდან-ქვევით ელიტური ძალაუფლების ბრძოლა“ და „პოლიტიკური რესურსებისთვის კონკურენციაა“.
შედეგად, ორივე პოლიტიკური პარტიის - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია, ხელი შეუწყონ პოლარიზაციას, რათა შეძლონ ამომრჩეველთა მობილიზება და არ მისცენ სივრცე კონკურენტებს.
თუმცა ჯერ კიდეც პოლარიზაცია აღწევს ყველა პოლიტიკურ და სოციალურ ინსტიტუტში, მათ შორის სასამართლოში, მედიაში თუ სამოქალაქო საზოგადოებაში.
მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან კარგავენ საკუთარ არსს, და მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად აკონტროლებს ძალაუფლებას და ასევე, ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.