5 ივლისის საქმეზე „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულებს მოსამართლემ 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმისთვის ბრალდებულების ნაწილს 1 წელი და 3 თვე, ასევე 1 წელი და 6 თვე, ნაწილს კი - გირაო შეეფარდა.
უფრო კონკრეტულად მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით:
- გიორგი ნასყიდაშვილი - 1 წელი და სამი თვე;
- გიორგი კახიანი - 1 წელი და სამი თვე;
- რომეო კეკუტია - 1 წელი და სამი თვე;
- უშანგი დათუნაშვილი - 1 წელი და 3 თვე;
- ზაზა მჭედლიძე - 1 წელი და სამი თვე;
- თემურ ხარაული - ერთი წელი და ერთი თვე;
- ილია ქებაძე - ერთი წლით და 6 თვე;
- უშანგი დათუნაშვილი - 5000 ლარიანი გირაო.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.