ოკუპანტებმა ქალები და ბავშვები დაცხრილეს, შემდეგ კი მათ ცხედრებს ტანკით გადაუარეს - ირპენის მერი

ოკუპანტებმა ქალები და ბავშვები დაცხრილეს, შემდეგ კი მათ ცხედრებს ტანკით გადაუარეს - ირპენის მერი

3-04-2022, 19:06 - 2022
869
       

ირპენის მერმა, ალექსანდრ მარკუშინმა გათავისუფლებულ ქალაქში ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. 
 
ის ამბობს, რომ ქალაქში ათობით ცხედარია ნაპოვნი და მათი უმრავლესობა სასტიკად არის ნაწამები. 
 
ნაღმებმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, ბევრი შეეწირა საარტილერიო იერიშებს. ბევრია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ოკუპანტებმა ავტომატებიდან დაცხრილეს. პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩებზე ოკუპანტებმა ქალები და ბავშვები დაცხრილეს, შემდეგ კი მათ ცხედრებს ტანკით გადაუარეს“, - განაცხადა ირპენის მერმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები