რუსეთის პატრიარქმა, კირილმა რუს ხალხს მიმართა.
პატრიარქმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში, წირვაზე ქადაგებისას თქვა, რომ რუს ხალხს არ აქვს ომის ან სხვისთვის ზიანის მიყენების სურვილი.
„ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა და ძალიან ტანჯული ხალხი, რომელმაც იმდენად განიცადა ომი, რამდენადაც სულ მცირე სხვა ევროპელმა ხალხმა.
ჩვენ არ გვაქვს ომის ან ისეთი რამის გაკეთების სურვილი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვებს.
მაგრამ, ჩვენ უკვე ისე ვართ განათლებული ჩვენი ისტორიით, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მზად ვართ დავიცვათ იგი ისე, როგორც მხოლოდ რუსებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი სამშობლო“, - ამბობს კირილი.