ჰოსტომელი გათავისუფლებულია, მტერმა ქალაქი უბრძოლველად დატოვა - უკრაინელი ჯარისკაცი

ჰოსტომელი გათავისუფლებულია, მტერმა ქალაქი უბრძოლველად დატოვა - უკრაინელი ჯარისკაცი

1-04-2022, 19:02 - 2022
804
       

უკრაინულმა არმიამ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქების 30-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ბუჩა და ჰოსტომელი გაათავისუფლა. 
 
შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა პოზიციები თითქმის უბრძოლველად დათმეს.
 
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჰოსტომელი გათავისუფლებულია, მტერმა ქალაქი თითქმის უბრძოლველად დატოვა, თუმცა სერიოზული დანაკარგები აქვს ტექნიკასთან ერთად, დაჭრილი თანამებრძოლები დატოვეს, ამის დადასტურების არაერთი ფაქტი არსებობს, ამ წუთას მტერი ქალაქში საერთოდ არ არის. შემოსვლის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა შესაბამისად უპასუხეს“, - ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები