„უკრაინის შეიარაღებული ძალების ორმა ვერტმფრენმა ბელგოროდში ორი საჰაერო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც ქალაქის ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა“, - ნათქვამია რუსული სამთავრობო მედია „ტასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა 8 რეზერვუარს მოედო ცეცხლი.
ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი დღეს დილით გაუჩნდა.